მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო!!!
მე გახლავართ ბატონი ზურა, ინგლისური ენის სპეციალისტი. ამ ენის სწავლების 14 წლიანი გამოცდილება და სტაჟი მაქვს. უამრავი მეთოდები არებობს ინგლისური ენის შესასწავლად, სხვადასხვა აუდიო თუ ვიდეო მასალები და ა.შ. მაგრამ მეთოდი რომლითაც მე ვასწავლი არის სრულიად უნიკალური და საინტერესო, ეს არის CALLAN METHOD (ქალანის მეთოდი). ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ინგლისური ენის მეოთხედ დროში შესწავლა, ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ თუ ტრადიციული მეთოდებით ადამიანი ინგლისურს ეუფლება 2-3 წელიწადში, ამ მეთოდით კი ეს დრო 4 ჯერ მცირდება და უფრო ეფექტურიც არის. ნუ დაიჯერებთ იმ აზრს რომ თითქოს ინგლისურ ენას 2-3 თვეში შეგასწავლიან, ეს აბსურდია. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე და თან ზემოთ ხსენებული CALLAN-ის მეთოდით შესაძლებელია 6 დან 8 თვეში. მე ჩემს მოსწავლეს ვაძლევ 99% იან გარანტიას რომ მას ამ პერიოდში შევასწავლი ენას თავისი გრამატიკით და ვაძლევ იმ ძირითად და საბაზისო სალაპარაკო მაქსიმუმს რაც სრულიად საკმარისია ენის დასაუფლებლად. მაქვს ასეთი ამბიცა და პირობა იმის, რომ თუ მე თქვენ ინგლისურზე ენაზე პირველი 3 მეცადინეობის შემდეგ თუ ვერ აგალაპარაკეთ და 150 ამდე ლეკსიკური ერთეული ანუ სიტყვა ვერ შეგასწაავლეთ, თქვენ ყველანაირ პირობას არღვევთ და წყვეტთ სწავლას რაც ჯერ არ მომხდარა ჩემი პრაკტიკის განმავლობაში. ზემოთ ვახსენე გარანტიის თაობაზე 99%, ანუ ეს იმიტომ, რომ 1% ეს არის ის კატეგორია ადამიანების რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ენების მიმართ ინტერესი და სურთ რომ იცოდნენ და არა ისწავლონ, არადა ეს მეთოდი თითქმის არ ითვალისწინებს სავარჯიშოებს და დავალებებს, ყველა გამოთქმა და სიტყვები ისწავლება ადგილზევე თავისი სწორი და გამართული გამოთქმებით, გათვალისწინებულია ასევე წერა, კითხვა, კარნახი და ა.შ.
გმადლობთ ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.